Sunday, December 22, 2013

ჩემი პროექტი "ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემო"

მე-9 დღე

გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას, შევიტანე შესწორებები და მოვიყვანე სისრულეში. დავლინკე პრეზენტაციაში ნამუშევრები, ავტვირთე ბლოგზე და გამოვაქვეყნე ჩემი პროექტი.
მადლობა, ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ნინი მღებრიშვილს, რათა ენერგია არ დაუზოგავს, რომ ჩვენთვის გასაგებად და სრულყოფილად აეხსნა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ შესწავლილი მასალა პროექტით სწავლების დაგეგმვისას.

ჩემი პროექტი "ბუნებრივი და ხელოვნური საარსებო გარემო"

Saturday, December 21, 2013

მე-8 დღე

ჩვენინი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, ბევრი საინტერესო რამ შევისწავლე. დღეს გავიარეთ მე-6და მე-7 მოდული. ვიმუშავეთ მასალების შექმნაზე, რომლებიც განკუთვნილი იყო, სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.

Sunday, December 15, 2013

მე-7 დღე

დღეს გავიარეთ მეხუთე მოდული, შევქმენით შეფასების ფორმები, მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე, დავწერეთ კომენტარები, გავწერეთ პროექტის პროცედურები.

Saturday, December 14, 2013

მე - 6 დღე

დღეს გავიარეთ მეოთხე მოდული, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ჩვენი თავი წარმოვიდგინეთ მოსწავლიში როლში, ეს დამეხმარა მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით სამუშაოს გადანაწილებაში, რა არის მოსწავლისათვის უფრო დაძლევადი, გავითვალისწინე მისი საჭიროებები.

Sunday, December 8, 2013

მე-5 დღე

დღეს ჯგუფს წარვუდგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინე ჩემი ჯგუფის წევრების საინტერესო პრეზენტაციები. ბლოგზე ავტვირთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლე საავტორო უფლებების სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა. ჩვენი პრეზენტაციის გამოქვეყნება.